Saturday, March 13, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი:მიხეილ ლერმონტოვი:"Я знаю Грузию такую"
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილე ბავშვები გაეცნობიან რუსი მწერლისა და პოეტის მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებას.
3. პროექტის სრული აღწერა:*პროექტის მონაწილე ბავშვები ეცნობიან რუსი კლასიკოსის მიხეილ ლერმონტოვის მოღვაწეობას, ბიოგრაფიას, იკვლევენ შემოქმედებას,ეცნობიან ცნობილ ნაწარმოებებს.
*აგროვებენ ფოტოებს და განათავსებენ ვებ–გალერეაში
*მოიძიებენ საინტერესო ვიდეომასალას Youtobe-ზე და ატვირთავენ.
*გამოიყენებენ კვლევით ლიტერატურას:"М.Ю. Лермонтов в воспоминаниях современников"-В.Мануйлов."Летопись жизни и творчества Лермонтова," "Лермонтов и литера его времени," "Творческий путь М.Ю.Лермонтова"И.Андроников
*განისაზღვრება სასწავლო პროექტის მნიშვნელობა: პროექტი აქტუალურია, რადგან დღევანდელობიდან გამომდინარე მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ რუსულ ლიტერატურას
საჭიროა რუსულ–ქართული ურთიერთობების მოწესრიგება. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს, გაეცნონ XIXსაუკუნის რუსეთ–საქართველოს, თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენციის ურთიერთობებს.
*მოსწავლეებმა გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა რუსი და ქართველი კლასიკოსების შესახებ
*მიხეილ ლერმონტოვს უყვარდა საქართველო–რატომ?!
*მოიძიებენ რომელ ნაწარმოებებში აღწერს იგი საქართველოს
*როგორ გამოხატავს პოეტი თავის სიყვარულს საქართველოსადმი
*რატომ უწოდა ლერმონტოვმა საქართველოს– "სამეფო მხარე"
4. მოსწავლეთა ასაკი(კლასები):8–11კლასები
5. ვადები(ხანგრძლივობა):მარტი–მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის თარგმნა, ვიქტორინისათვის კითხვების მომზადება, კროსვორდის შედგენა.
7. მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას) –მოსწავლეთა კვლევა–ძიების ამსახველი ელექტრონული ფოტომასალის შექმნა, გაზეთის ელექტრონული ვერსიის შექმნა, კვლევა–ძიების უნარის გაუმჯობესება, დამატებით ლიტერატურაზე კომპიუტერულად დამუშავების უნარ–ჩვევა, ჯგუფური მუშაობა და ურთიერთ თანამშრომლობა.
8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ მოძიებულ მასალას, ნახონ ფოტოები და ვიდეოკლიპები.
9. სამუშაო ენა: რუსული, ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ამ ეტაპზე არ არიან.
11.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:
*რუსული ენა: გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს , აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას.
*ქართული ენა: მოსწავლეები წაიკითხავენ პოეტის ლექსებს(ქართულად ნათარგმნს).
*ისტორია: გაეცნობიან რუსი კლასიკოსის მოღვაწეობის ხანას, როგორ ეპოქაში უწევდა მას მოღვაწეობა და რა ზეგავლენა მოახდინა მასზე ისტორიულმა მოვლენებმა.
ეროვნული გეგმის მიხედვით მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებებსა და სტრატეგიებს:
დიალოგს, ინტერვიუს, მონაწილეობენ ინტერაქციაში, განსაზღვრავენ კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს, მიმართავენ წერის ყველა სტრატეგიებს.
12.პროექტის ავტორი: ქეთევან თალაკვაძე
13. ფასიმილატორის ელ.ფოსტა:qtalakvadze@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი wwwqtalakvadze.blogpost.com